English / ქართული / русский /
თეა ლაზარაშვილი
ინოვაციების სტიმულირების ფორმები, მეთოდები და ინსტრუმენტები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციის სტიმულირების მეთოდები და მათი კლასიფიკაცია. ჩამოყალიბებულია ინოვაციური საქმიანობის ფინანსირების ძირითადი საშუალებები. გაანალიზებულია ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების ეროვნული თავისებურებები განვითარებული ქვეყნების მაგალითზე. გაშუქებულია სახელმწიფო მიერ ინოვაციების სტიმულირების ძირითადი მახასიათებლები.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციები, სახელმწიფო  სტიმულირება, ინოვაციების სტიმულირების მეთოდები. 

შესავალი

სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციების სტიმულირება მაღალ შედეგებს იძლევა. საზღვარგარეთის ქვეყნებში ხორციელდება დაბალანსებული ინოვაციური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პირდაპირი და ირიბი მხარდამჭერი ზომების კომბინირებას. კანადაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იაპონიაში სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემების გადაჭრა სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით ხდება. ინოვაციების სტიმულირება ხორცილედება სპეციალური უწყებებისა და სამინისტროების მუშაობის, აგრეთვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური  ფონდების, კომერციული ბანკების, ტექნოპარკების, სადაზღვევო ფონდების წყალობით, დაბეგვრის განაკვეთის შემცირების, შეღავათიანი კრედიტების, რისკების დაზღვევის, ვენჩურულ მეწარმეობაში ფულადი ინვესტირების ხარჯზე. ინოვაციური საქმიანობა ხორციელდება და დაცულია კანონმდებლობით.

* * *

ინოვაციების სტიმულირების მეთოდები ზოგადად იყოფა პირდაპირ და ირიბ მეთოდებად. ინოვაციების სტიმულირებვის პირდაპირ მეთოდებს მიეკუთვნება სამეცნიერო შემუშავებების საბიუჯეტო დაფინანსება, შეღავათიანი დაკრედიტება, ინოვაციური საქმიანობის კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ნაწილის სუბსიდირება, სახელმწიფო შეკვეთები და სხვა.

ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო მხარდამჭერ ირიბ მეთოდებს მიეკუთვნება ინოვაციური პროცესების რეალიზაციისათვის ისეთი ეკონომიკური კლიმატის და სტიმულების შექმნა, რომელშიც ინოვაციური საქმიანობა ყველაზე  კარგად ვითარდება. მათ შორის მნიშვნელოვანია გამოვყოთ ინოვაციების საგადასახადო სტიმულირება. მის ყველაზე გავრცელებულ ნაირსახეობას წარმოადგენს საგადასახადო კრედიტი, რომელიც საშუალებას აძლევს საწარმოებს შეამცირონ დარიცხული გადასახადი იმ თანხაზე, რომლიც იხარჯება კვლევებსა და შემუშავებებზე.

მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ აშშ-ში 100-ზე მეტი შეაღავათებია დაწესებული, რომლებიც სტიმულირებენ ინოვაციურ საქმიანობას. ამავდროულად შეღავათები ეძლევათ რეალური ინოვაციების წასახალისებლად, არა სამეცნიერო ორგანიზაციებს, არამედ საწარმოებსა და ინვესტორებს.  შეღავათების გადახედვა რეგულარულად მიმდინარეობს, რაც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად მოხდეს ინოვაციური აქტივობის სტიმულირება პრიორიტეტულ დარგებში და აგრეთვე, ზემოქმედება მოახდინონ წარმოების სტრუქტურაზე. მაგალითად, ესპანეთში, კანადასა და აშშ-ში არსებობს ინოვაციების საგადასახადო სტიმულირების დამატებითი მექანიზმები რეგიონულ დონეზე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ინოვაციების ფინანსურ სტიმულირებაზე, რომელიც მოიცავს ფინანსური რესურსების მოდინების წყაროებს, მათ აკუმულირებას, ინვესტიციებზე კონტროლის განხორციელებას, აგრეთვე ინოვაციურ  პროცესში თანხების ჩადების ზრდის მექანიზმს. მის განმასხვავებელ მახასიათებელს წარმოადგენს ინევსტიციური საქმიანობის დაფინანსების მრავალფეროვანი  წყაროები, რომელთა შორისაა სახელმწიფო კაპიტალი, საკრედიტო რესურსები, ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწარმოებისა და ორგანიზაციების ვენჩურული, უცხოური და საკუთარი კაპიტალი.

მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახილოთ, ინვესტიციების კლასიფიკაციაზე. ამ მხრივ საყურადღებოა ა.ა. ლუპინი ინვესტიციების კლასიფიკაციას, რომლებიც მიმართულია ინოვაციური საქმიანობისაკენ, იგი მათ კლასიფიკაციას ახდენს შემდეგი კრიტერიუმებით:

- საკუთრების ფორმით (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო, შერეული);

- დაბანდების ფორმის მიხედვით: პირდაპირი (ფინანსური რესურსების ცადება), პორტფელური (ფასიანი ქაღალდების შეძენა ანდა კრედიტების შეთავაზება);

- ფინანსური უზრუნველყოფის მეთოდების ალტერნატივის მიხედვით  (ლიზინგი, ვენჩურული დაფინანსება, ფაქტორინგი და სხვა).

დღეისათვის ინოვაციური საქმიანობის ფინანსირების ძირითად წყაროებად გამოდიან:

- საბიუჯეტო ასიგნებები ფედერალური და რეგიონული დონის;

- საინვესტიციო კომპანიების და კომერციული ბანკების ფინანსური რესურსები;

- საწარმოების საკუთარი სახსრები;

- საზღვარგარეთული ინვესტიციები;

- სამეცნიერო ფონდების სახსრები.

საბაზრო ურთიერთობების ხასითს უმეტესწილად შეესაბამება საკრედიტო რესურსები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ინოვაციური საქმიანობის ყველა ეტაპზე. ამასთან ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. რუსეთში ინოვაციური საქმიანობის დაკრედიოტება არ იღებს ფართო გავრცელებას და უმეტესწილად მისაღწევია, მხოლოდ მსხვილი და საშუალო საწარმოებისათვის.

ინოვაციის დანერგვის აუცილებლობა მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ძვირადღირებული მოწყობილობების გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით, ინოვაციური საქმიანობის ფინანსირების გავრცელებულ წყაროს ლიზინგი წარმოადგენს. ლიზინგი  მეწარმეებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების თანამედროვე პირობებთან ადეკვატურ ფორმას წარმოადგენს. ლიზინგური გადასახადები ჩვეულებრივ წარმოადგენენ ფიქსირებულ თანხას, რაც იცავს ლიზინგის მიმღებს ინფლაციისაგან. ლიზინგურ ოპერაციებში მონაწილეებისათვის მომგებიანია ამორტიზირებული და საგადასახადო შეღავათების გამოყენება, რომელთა შორისაცაა დაჩქარებული ამორტიზაცია. ამ შეღავათების გათვალისწინებით მცირდება საპროცენტო განაკვეთები.

ვენჩურული დაფინანსება თამაშობს მნიშვნელოვან როლს ინოვაციურ საქმიანობაში და წარმოადგენს ინვესტირების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომელიც განსხვავებულია ტრადიციულისაგან და დაკავშირებულია სარისკო ოპერაციებთან. იგი მოიცავს სახელმწიფო რეგულირების შემდგომ მექანიზმებს: ვენჩურული ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსება, საგადასახადო შეღავათები,  ვენჩურულ კრედიტებზე სახელმწიფო გრანტები და ინოვაციური საწარმოების კაპიტალში მონაწილეობა, ინოვაციური გარემოს რეგულირება (ინოვაციურ პროცესებში სადაზღვევო კომპანოების, საპენსიო ფონდების ჩართვა).

ვენჩურული კაპიტალი წარმოადგენს ინოვაციური ინფტასტრუქტურის ელემენტს, იგი აერთიანებს ფინანსური რესურსების მფლობელებსა და ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შემმუშავებლებს სასტარტო ინოვაცირუი პროექტების სექტორში. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინოვაციური განვითარების მრავალფეროვანი ინსტიტუტები.

მსოფლიო პრაქტიკაში  ეკონომიკურ სისტემებში ინოვაციური პროცესების აქტივიზაციისათვის ეკონომიკური ინსტრუმენტების ფართო სპექტრი არსებობს. თითოეულ ქვეყენაში არსებობს საკუთარი ფორმირებული ეროვნული სისტემა, ინოვაციური ინფრასტრუქტურა და ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების ზოგიერთი ეროვნული თავისებურებები.

მაგალითად, ავსტრალიაში, კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებისა და მხარდამჭერი რეგიონული პროგრამები, შეღავეთებიც ძირითადად რეგიონილ დონეზე ხდება, რაც შეეხება დაფინანსების სისტემას, მოქმედებს  შერეული სისტემა, სადაც გამოკვეთილია კერძო კაპიტალის გადიდებისკენ  მიმართული ტენდენცია;

ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში - ძირითადად სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს, შეღავათებიც ძირითადად სახელმწიფო დონეზეა, დაფინანსების სისტემას კი შერეული ხასიათი გააჩნია, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტების უმნიშვნელო წილია;

შვედეთში, იაპონიასა და გერმანიაში - არსებობს ინოვაციების სტიმულირების სახელმწიფო, რეგიონული, დარგობრივი პროგრამები. შეღავეთები ძირითადად სახელმწიფო დონეზეა და დაფინანსების შერეული სისტემა არსებობს.

საზღვარგარეთ საპენსიო ფონდები აქტიურად მონაწილეობენ ინოვაციური პროექტების დაფინანსებაში, მაგრამ ზოგიერთ ქვეყნებშიი მათ არ აქვთ უფლება დაკავდნენ კომერციული საქმიანობით.

განვითარებულ ქვეყნებში ფართო გავრცელება ჰპოვა ფრანჩაიზინგმა, რომლის ქვეშ გაიგება კომპანიების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ლიცენზიების მინიჭება წარმოებასა ანდა  საქონლის გაყიდვაზე მისი სასაქონლო ნიშის ქვეშ, რის ხარჯზეც მცირდება დანახარჯები მათ შემუშავებაზე, ბაზრების კვლევაზე, პერსონალის ტრენინგებსა და რეკლამაზე.

სახელმწიფო ინოვაციების სტიმულირების ძირითად თვისებას წარმოადგენს:

- საგადასახადო შეღავათებისა და სახელმწიფო გარანტიების შეთავაზება;

- ინოვაციური საწარმოებისათვის რეგიონული შეღავათების მიწოდება;

- საბაჟო-სატარიფო რეგულირება საბაჟო კავშირების შექმნისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნის ფარგლებში.

სხვადასხვა ქვეყნებისათვის საერთო მეთოდების გარდა, არსებობს სპეციფიკური მეთოდები და ინსტრუმენტები ინოვაციის სტიმულირების, რომლებიც დამოკიდებულია ეროვნული ეკონომიკების თავისებურებებზე. მაგალითად არგენტინასა და ჩილეში „ჩრდილოვანი“ კაპიტალის ლეგალიზაციის მიზნით მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც საშუალებას იძლეოდნენ არ მოეხდინათ ფულადი სახსრების დეკლარირება 3-5 წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ ისინი ჩადებული იქნებოდა ინოვაციურ საქმიანობაში. თუმცა, ამ ქვეყნებში მოქმედებდა პრინციპი, რომელიც გულისხმობდა, რომ არ უნდა  გამჟღავნებულიყო მათი სახელები და საგადასახადო ამინისტიის წარსულში გადაუხდელი გადასახადები. ანალოგიური ზომები გამოიყენებოდა ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიცა საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია.

საზღვარგარეთ ინოვაციური ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის კეთილსასურველი პირობების ფორმირება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ბაზაზე, რომლის ქვეშ იგულისხმება „ინსტიტუციური და ორგანიზაციული ალიანსი“ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, საზოგადოდ მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციის მიზნით ფართო სპექტრით მრეწველობის დარგებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში. უმეტესობა მათგანი ფუნქციონირებს ერთობლივი სახელმწიფო-კერძო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ფორმით რომლებიც ორიენტირებული არიან ერთობლივი კვლევითი შემუშავებების განხორციელებაზე.

ინოვაციური პროცესების აქტივიზაციის მნიშვნელოვანი წყარო მსოფლიოში  კორპორაციული სტრუქტურებია, რომლებიც წარმოადგენენ სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ ფორმას, ერთობლივი მიზნების მიღწევის მიზნით და საშუალებას იძლევიან კონცეტრირება მოახდინონ მატერიალური, ადამიანური და ფინანსური რესურსების იმ აქტუალური პირობების გადასაწყვეტად, რომლებიც დაკავშირებული არიან ინოვაციებთან. კორპორაციების უპირატესობა განპირობებულია დიდი ფულადი რესურსების კონცენტრაციის შესაძლებლობით და აგრეთვე სახელშეკრულებო შეთანხმებებით, კორპორაციის შიგნით და სახელმწიფოსთან. ამასთან დაკავშირებით, ურთიერთქმედებისა და ინტეგრაციის განვითარება მსხვილი, საშუალო და მცირე სამეწარმეო სტრუქტურების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მეცნიერებისა და განათლების, ინოვაციური განვითარების მნიშვნელოვანი   მიმართულება ხდება.

1980-იან წლებში აშშ-სა და ევროპაში ფართო გავრცელება ჰპოვა ტექნოპარკების შექმნამ, ე.წ. „ბიზნეს-ინკუბატორების“, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პირობების ფორმირება. მსგავსი ინსტიტუტები მოწოდებულია მოიზიდოს ფინანსური რესურსები, განავითაროს ინოვაციური პროცესები და რეალიზება გაუკეთოს პერსპექტიულ  სამეცნიერო იდეებსა და შემუშავებებს. ამჟამად „ბიზნეს-ინკუბატორები“ აგრძელებენ  თავიანთი საქმიანობის განხორციელებას და აერთიანებენ თავიანთი საწყისის ქვეშ დაწესებულებებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს და ცენტრებს,  აგრეთვე, საწარმოებს. ტექნოპარკები მოიცავენ რეგიონულ და დარგობრივ საქმიანობას. უმეტესობა „ბიზნეს-ინკუბატორები“-სა შექმნილია სასწავლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ბაზაზე და მუდმივად ხდება მათი გაზრდა. საწარმოებს ეძლევათ მოწყობილობები ლიზინგში ხელსაყრელი პირობებით, ეწევათ საკონსულტაციო მხარდაჭერა, ბუღალტერიის წარმოებასა და სამეცნიერო კვლევების გატარებისათვის დახმარება.

აშშ-ში, კანადაში, დანიასა და სხვა ქვეყნებში არსებობს ისეთი სისტემა, რომელიც წარმოადგენს ფერმერების მიზანმიმართული სწავლების განსაკუთრებულ სახეს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ გამოიყენონ უახლესი სამეცნიერო მიღწევები რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით.

ინტერესს იწვევს  კვების მრეწველობისა და ეკონომიკის აგრარული სექტორის ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების კანადის გამოცდილება, სადაც ინოვაციური განვითარების აქტივიზაციის საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები. „კანადის საერთაშორისო სოფლის მეურნეობისა და კვების პროგრამა“, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობას, უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზრებზე. „ინოვაციური პროდუქტების სოფლისმეურნეობის პროგრამა“ ანვითარებს სამეცნიერო კვლევებს ბიოტექნოლოგიის სფეროში.

აშშ-ში მრეწველობის მხარდაჭერის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს ინოვაციების დანერგვის სტიმულირება წარმოების ყველა სტადიაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გამოყენებული რესურსების რაოდენობას და ერთდროულად აუმჯობესებს წარმოებული პროდუქციის ხარისხს. ამერიკული ინოვაციური მექანიზმის მნიშვნელოვან შტრიხს  სახელმწიფოსა და ბიზნესის მჭიდრო ურთიერთქმედება წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ა.ე. ლუკინის მიერ გამოყოფილ ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო სტიმულირების 3 ფორმაზე: ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული  და ფინანსური. ადმინისტრაციულს ის მიაკუთვნებს მაკროეკონომიკური რეგულირების სისტემას, რომელიც მიმართულია ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებისაკენ და საავტორო უფლებების დაცვის სისტემის ფორმირებისაკენ. ინფრასტრუქტურული ფორმა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების და კვალიფიციური პერსონალის ბაზისა და ინოვაციის ბაზის ფორმირების მექნიზმებს. ფინანსურ ფორმას მიეკუთვნება ინოვაციური პროექტების სახელმწიფო ფონდირება კერძოდ, სუბსიდიები და გრანტები, ვენჩურული დაფინანსებისა და ინოვაციური საქმიანობის საგადასახადო სტიმულირების გამოყენება.

საზღვარგარეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო  ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სამამულო ინოვაციური საქმიანობის შეთავსება წამყვან მსოფლიო გამოცდილებასთან, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ სახალხო მეურნეობის ინოვაციური დარგების სტიმულირების შედარებით პერსპექტიული ფორმები და მეთოდები.

უმრავლესობა საზღვარგარეთის ქვეყნების მრეწველობის განვიტარების თანამედროვე ეტაპს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ინოვაციური მიმართულება. უმეტესობა განვიტარებული ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკაში მთავარს წარმოადგენს საკანონმდებლო და ორგანიზაციული ზომების მთელი კომპლექსის რეალიზაცია, რომელიც მიმართულია ქვეყანაში კეთილსასურველი „ინოვაციური კლიმატის“ შექმნისა და მხარდაჭერისკენ. პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენს მრეწველობის დარგების ინოვაციური განვიტარებისათვის და ინოვაციური საქმიანობისათვის პირობების შექმნა. 

დაკვნა

საზღვარგარეთის სახელმწიფოების ძირითადი ყურადღება ეთმობა სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგების ადაბტაციის სტიმულირებას, თანამედროვე სამეწარმეო გარემოს მოთხოვნებთან. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ლოკალური და კომპლესური მექანიზმები, რომლებსაც მიეკუთვნება განსაკუთრებული სტატუსის თანამედროვე ეკონომიკური ზონები.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური პროცესები ვითარდება სახელმწიფო და კერძო დაფინანსების ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინოვაციური კლიმატი: საკანონმდებლო ბაზა, ინფორმაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველმყოფი კვლევების, ურთიერთქმედება ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებს შორის. სახელმწიფო ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს ქვეყნის შიგნით ინფორმაციულ სისტემას და რომელიც შედგება ინოვატორებისათვის საკონსულტაციო ცენტრებისა და ინოვაციების გავრცელების ცენტრებისაგან. ევროპის კომისიის მიერ ევროპის 30 სახელმწიფოში შექმნილია ინოვაციების გაცვლის ცენტრების ქსელი, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების გადატანას სამეცნირო ორგანზაციებიდან ბიზნესისაკენ. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Богомолова С.В. Стимулирование развития инновационной деятельности промышленных предприятий. Электронный научный журнал «ВЕКТОР ЭКОНОМИКИ», 2018 №11.
  2. Емельянова Е.В., Харчикова Н.В. Цели и методы государственного регулирования инновационной деятельности: российский и зарубежный опыт. ж. Экономика и бизнесс. 2019, №2.
  3. Парфенова М.В. Принципы государственной формы стимулирования инновационной деятельности // Экономика. Инновации. Управление качеством. – 2013.
  4. Паламарчук С.В. Анализ зарубежного опыта стратегического управления инновационной деятельности регионов//Экономика и предпринимательство. 2015. №12-1(65) с. 987-990.